საჭირო მასალა:
400 მლ ნაღები
250 მლ რძე
100 გრ შაქარი
ვანილი გემოვნებით
6 ფირფიტა ჟელატინი (ჯორჯიტაში ვყიდულობ)
მომზადება:
ფირფიტებს ვალბობთ ცივ წყალში 10 წთ სანამ არ დარბილდება. ამასობაში ნაღებს და რძეს შაქართან ერთად ვურევთ ერთმანეთს და ვაცხელებთ, არ უნდა ავადუღოთ, შემდეგ გადმოვდგამთ და შევურევთ დარბილებულ ჟელატინს. ვასხავთ ფორმებში ან ჭიქებში, ვდგავთ მაცივარში გასაცივებლად დაახლოებით 3 საათი და მზად არის. მირთმევის დღოს შეგიძლიათ მოასხათ რაც გნებავთ, მე ჟოლოს სოუსი გამოვიყენე ამ შემთხვევაში.
პ.ს. ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ ყავითაც, რომელსაც ნაღებს და რძეს შევურევთ გაცხელების დროს.:))
No comments:
Post a Comment