Monday, July 13, 2015

შოკოლადის ნამცხვარი მდნარი გულით

















ინგრედიენტები გაკუთვნილია 4 ულუფისთვის
 ანუ რაოდენობა დამოკიდებულია საცხობი ფორმის ზომაზე
80 გ შოკოლადი
50 გ კარაქი
30 გ ფქვილი
2 კვერცხი
40 გ შაქარი
შოკოლადი და კარაქი გაადნეთ ორთქლზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
კვერცხები ათქვიფეთ შაქართან ერთად და ჩაამატეთ მასში შოკოლადის მასა.
დააცერით ფქვილი და მოურიეთ.
გაანაწილეთ კარაქწასმულ ფორმებში (მე ნახევარზე ცოტა მეტი ჩავასხი)  და შედგით 200-210 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 8 წთ. ამის შემდეგ გამოიღეთ, 3-4 წთ დააცადეთ და ფრთხილად ამოიღეთ ფორმებიდან.
მიირთვით მაშინვე, ნაყინის ბურთულასთან ერთად. უხდება კენკრაც: მარწყვი, ჟოლო…
პ.ს. თუმცა მე ამ რეცეპტის რაოდენობას ვაორმაგებ და მეტალის ფორმებში ვასხავ, ვყინავ და სტუმრის მიღებისთვის თითქმის მუდამ მზად ვარ :)) 

ფოტო: ქ.სიგუა
რეცეპტის წყარო:http://ratatui.me/fondant-au-chocolat-2/#ixzz3flEHMwoL   



No comments:

Post a Comment