4 დიდი კვერცხის ცილა (ან 5 პატარა)
70 გრ შაქრის ფხვნილი (მე საფქვავში ვფქვავ)
-----------------------
230 გრ შაქრის ფხვნილი
120 გრ დაფქული ნუში
მწიკვი მარილი
ვახურებთ ღუმელს 150 გრადუსზე
ვაკეთებთ ბეზეს 4 კვერცხის ცილისგან და 70 გრ შაქრისგან, კარგად რომ ამოვიყვანთ ბეზეს ვამატებთ შაქრიან ნუშს, რომელსაც საცერში გავატარებთ სანამ ბეზეს შევურევთ.საკონდიტრო კოვზით ვურევთ ნაზად და დიხანს(დაახლოებით 30-50 მორევა) სანამ ერთიან მასად არ გადაიქცევა, შემდეგ ვასხავთ საკონდიტრო ტომარაში, საცხობზე ვაფენთ ქაღალდს და დავსვავთ პატარა ბურთულებს. ვაცხობთ 20 წუთი
გამოცხობის შემდეგ შეგიძლიათ ჯემით ან კრემით დაასრულოთ :)